„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

10 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N57-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 10 მარტს, 15:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 11 მარტს დილის 09:00 საათზე დასრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 მარტს, 15:00 საათიდან 11 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონი - მოსკოვის გამზირს, გაბრიელ სალოსის გამზირს, აბრამიშვილის, მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, ჰოლბრუკის, რთველაძის, ჩკალოვის, ჰოსპიტალის, ბაღდადის, უორდროპის, აფშინაშვილის, ლერწმის, წულაძის, დოლიძის, დიდგორის, თეთრიწყაროს, ჩოხელის, ქუჩქიშვილის, სახალხოს, ვირსალაძის, ივლეთის, ნარგიზის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, მანავის, საექიმოს, იუნკერთა და ნადირაშვილის ქუჩებს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.

კრწანისის რაიონი - რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა