თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, შსს-მ გამოძიების ფარგლებში ნივთმტკიცების სახით გამოუყენებელი „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოუყენებელი „მოლოტოვის კოქტეილები“.

აღნიშნულის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისში მიმდინარე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საპროტესტო აქციის გამოძიებაზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში მოხდება იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდა“, - განაცხადა კუპატაძემ.

ამასთან, კუპატაძე გამოეხმაურა დაკავებულთა ნაწილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ მათ ბრალი ძალით აღიარებინა.

„რა ბრალზე საუბრობთ? ეს ადამიანები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. ისინი პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს, აქ ბრალზე არ არის საუბარი და მიიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა