სალომე სამადაშვილი - რაც დღეს პარლამენტის დარბაზში მოხდება, კონსტიტუციასთან ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა - ქართველი ახალგაზრდების ბრძოლამ მოიგერია რუსული იერიში

დღეს, სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პარლამენტის ისტორიაში, მმართველ ძალას უწევს მოვიდეს აქ, ამ დარბაზში და ფაქტობრივად,იმ გადაწყვეტილებას მისცეს საწინააღმდეგო ხმა, რომელიც 2 დღის წინ მიიღო, თუმცა, რაც დღეს აქ მოხდება, კონსტიტუციასთან ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა ხალხის მტკიცე ბრძოლისა და საერთაშორისო წნეხის გამო დაიხია უკან.

„საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რუსული „ოცნების“ და რუსული „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ვაფრთხილებდით აქ, ამ დარბაზში, რომ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რუსული სამარცხვინო კანონი არ მიეღოთ და მათ არ მოისმინეს ჩვენი მოწოდება. თქვენ ნახეთ, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ძალადობის ქვეშ, პირველი მოსმენით მაინც მოახერხა რუსული დავალების შესრულება და პირველი მოსმენით მიიღო ეს კანონი, მაგრამ ქართველი ახალგაზრდების გმირულმა ბრძოლამ მოიგერია მორიგ ჯერზე რუსეთის იერიში და დღეს, სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პარლამენტის ისტორიაში, მმართველ ძალას უწევს მოვიდეს აქ, ამ დარბაზში და ფაქტობრივად, წინააღმდეგ მისცეს ხმა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 2 დღის წინ მიიღო, მაგრამ დღეს, რაც აქ მოხდება, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა კონსტიტუციასთან და შეჩერება ანტიკონსტიტუციური პროცესის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით წამოიწყო. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებას ასრულებდა, გირჩევთ, მოუსმინოთ განცხადებებს, რომელიც მოსკოვში კეთდება - ეს იყო რუსული დავალება, ეს იყო რუსული საქმე და ეს რუსული საქმე ჩაშალა ქართველმა ხალხმა, რომელმაც საკუთარ ხელისუფლებას მყარად უთხრა, რომ ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპული მომავლისთვის.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მორჩილმა დეპუტატებმა (დეპუტატები როგორ შეიძლება დაარქვა ამ ხალხს არ ვიცი), უკან დაიხიეს ორი მიზეზით - ერთი, ქართველი ხალხის მტკიცე ბრძოლით და მეორე, საერთაშორისო წნეხით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან