გიგა ბოკერია - რეჟიმი, რომელსაც თავში აზრად მოუვიდა, სამიზნედ ამოეღო ევროპა, აშშ და არა პუტინისტები, არ შეიძლება გაგვიძღვეს თავისუფლების სამშვიდობოსკენ, ნატო-ს წევრობისკენ, ევროკავშირისკენ

რეჟიმი, რომელსაც თავში აზრად მოუვიდა, რომ სამიზნედ ამოეღო დასავლეთი, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები და არა პუტინისტები, არ შეიძლება გაგვიძღვეს თავისუფლების სამშვიდობოსკენ, დასავლეთისკენ, ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირისკენ - ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქვეყნის ეროვნული ამოცანას შესრულებას შანსი არ აქვს და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი, თუნდაც პერიოდულად, გაგრძელდეს.

„ამ კანონის ამბავი მხოლოდ ერთი ძალიან მკაფიო კომპონენტია იმ დიდი პრობლემის, რაც გვაქვს ქვეყანაში, რასაც მთლიანად რეჟიმი ჰქვია. ჩვენი მოკლე შეფასება იყო, რომ რუსულ კანონს ჩააგდებენ, მაგრამ რუსული რეჟიმი სამწუხაროდ, ჯერჯერობით რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამა თუ იმ ფორმით მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, შეიძლება პერიოდულად, და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ახლა მიხვდა, რომ ვითარება მართლა საგანგაშოა, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ავუხსნათ, მათ შორის, ამ კანონპროექტის მაგალითზე, რომ ჩაგდების მიუხედავად, რეჟიმი, რომელსაც თავში მოუვიდა, რომ სამიზნედ ამოეღო დასავლეთი, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები და არა პუტინისტები, არ შეიძლება გაგვიძღვეს თავისუფლების სამშვიდობოსკენ, დასავლეთისკენ, ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირისკენ. კანდიდატობის სტატუსი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თავზე რომ დაგვცემოდა, ეს ვერ გვიშველიდა. ამიტომ ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „არაფერი გვეშველება, სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გუნდი ხელისუფლებაშია“.

„ამ ისტორიულ რეჟიმში გვყავს რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ რამეს ღალატობს - ჩვენს არჩევანს, იდენტობას - დასავლურს, ქართულს და დასავლეთთან დაპირისპირებით იზოლირებულს გვტოვებს და უზარმაზარ საფრთხეს გვიქმნის. მარტო უნდა დაგვტოვოს რეალური მტრის - რუსეთის წინაშე,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში