ანა ნაცვლიშვილი - არ უნდა გავჩერდეთ, სანამ რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და ევროპული ხელისუფლება არ გვეყოლება - ბრძოლა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გვექნება გარანტია რომ შინ, ევროპაში ვართ

არ უნდა გავჩერდეთ, სანამ რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და ევროპული ხელისუფლება არ გვეყოლება,- ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გვექნება გარანტია რომ შინ, ევროპაში ვართ.

„ამ რუსული ოცნების წინააღმდეგ მთავარი დაცვა არ არის პროცედურები. მთავარი დაცვა თქვენ ხართ, თქვენი სიფხიზლე. არ უნდა გავჩერდეთ, სანამ რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და ევროპული ხელისუფლება არ გვეყოლება. პოლიტიკოსები, ვინც თქვენ ნებას ვემორჩილებით, დავიშლებით თითოეულ ქალაქსა და სოფელში, ყველას დაველაპარაკებით, რომ ამ წუთიდან ერთობლივად, ხალხის წინაშე შევასრულოთ ის გზა, რომლითაც შინ, ევროპაში დავბრუნდებით. ეს ბრძოლა წარმატებული იყო, რადგან თქვენ გვიმაგრებდით ზურგს. ასე გავაგრძელებთ, სანამ არ გვექნება გარანტია, რომ შინ, ევროპაში ვართ", - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს