პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, ჩვენ პერიოდულად შევიკრიბებით, თუმცა პერმანენტული აქციები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ორგანიზაცია „მწვანეების“ ლიდერის, თამარ ჯაყელის განცხადებით, ისინი მთავრობას არ ენდობიან და მათი განწყობა არის „ფრთხილი ოპტიმიზმი“.

მისი თქმით, ამ პროექტების ჩაგდების შემდეგ მათი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება.

„ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს, აქ გაერთიანებულია სხვადასხვა ჯგუფები. ჩვენი მთავარი სატკივარი საქართველოს რუსეთის გზაზე დაყენებაა, ხოლო მთავარი სურვილია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსის მიღება. ამისთვის საჭიროა 12 პუნქტის შესრულება. მთავრობას ჩვენ ბოლომდე არასდროს ვენდობით, ამ წუთას ჩვენი განწყობა არის ფრთხილი ოპტიმიზმი და აქ ვართ იმისთვის, რომ ბოლომდე დაველოდოთ და ეს გამარჯვება გავაფორმოთ. ეს არის თვითორგანიზებული აქცია, სადაც მოქალაქეები თავიანთი წუხილის და ბრაზის გამო იკრიბებიან. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ მოვითხოვოთ და ვიმუშაოთ 12 პუნქტის შესრულებაზე. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, ჩვენ რაღაც პერიოდულობით შევიკრიბებით აქციის სახით, თუმცა პერმანენტული აქციები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება, მაგრამ შეიძლება ხალხის მხრიდან გაგრძელდეს”, - განაცხადა თამარ ჯაყელმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს