ITB ბერლინის დირექტორი - ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით, მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს, საქართველოს სტენდთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB ბერლინის გამოფენის დირექტორს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დებორა რუთმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომელიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო.

„ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. 3 დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ეს განსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა შეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოში მოგზაურობა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენი გამოფენის შემდეგ ვფიქრობ მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა თქვენს მშვენიერ ქვეყანას“, - აცხადებს დებორა რუთი.

უწყების ცნობით, ITB 2023-ზე გამოფენის მთავარი საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება