„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N57-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს დღეს, 10 მარტს ჩაატარებს.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 15:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 11 მარტს, 09:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 15:00 საათიდან 11 მარტის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონი - მოსკოვის გამზირს, გაბრიელ სალოსის გამზირს, აბრამიშვილის, მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, ჰოლბრუკის, რთველაძის, ჩკალოვის, ჰოსპიტალის, ბაღდადის, უორდროპის, აფშინაშვილის, ლერწმის, წულაძის, დოლიძის, დიდგორის, თეთრიწყაროს, ჩოხელის, ქუჩქიშვილის, სახალხოს, ვირსალაძის, ივლეთის, ნარგიზის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, მანავის, საექიმოს, იუნკერთა და ნადირაშვილის ქუჩებს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.
კრწანისის რაიონი - რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge