საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი მდინარე ტეხურზე მშენებარე ჰესების კასკადის ტერიტორიის სტრუქტურას იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის სადოქტორო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანზორ გიორგაძე სტუ-ის პროფესორის ლევან გორგიძის და თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის დოქტორ ვიქტორ ალანიას ხელმძღვანელობით, მდინარე ტეხურზე მშენებარე ჰესების კასკადის ტერიტორიის სტრუქტურული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის თავისებურებებს იკვლევს.

სტუ-ს ინფორმაციით, მათივე ცნობით, კვლევა - „მდინარე ტეხურზე მშენებარე ჰესების კასკადის ტერიტორიის სტრუქტურული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის თავისებურებები“, მოიცავს გეოლოგიური მეცნიერების ორი მნიშვნელოვანი დარგის - სტრუქტურული გეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სინთეზს, შესაბამისად, კვლევა ინტერდისციპლინურია.

როგორც დოქტორანტი ანზორ გიორგაძე აცხადებს, სადოქტორო თემაზე მუშაობა, ხემღვანელებთან ერთად, ოთხ ეტაპად დაიგეგმა და ჩატარდა მოსამზადებელი, საველე, ლაბორატორიული და კამერალური სამუშაოები.

„პირველ ეტაპზე მოხდა არსებული საფონდო და გამოქვეყნებული ბეჭდური/ელექტრონული პუბლიკაციების მოძიება, დამუშავება, სხვადასხვა გეოლოგიური მასალის კრიტიკული ანალიზი. მეორე ეტაპი, საველე სამუშაოების ჩატარება, გულისხმობდა ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას, სტრუქტურულ-ლითოლოგიური ჭრილების შედგენას, ხეობის ფარგლებში არსებული ძირითადი ქანების ნაპრალიანობის ხარისხის განსაზღვრას და ამგები ქანების მსოფლიოში მიღებული ქანის მასივის სხვადასხვა გეოტექნიკური კლასიფიკაციის მიხედვით დახასიათებას, ძირითადი ქანების ნიმუშების აღებას და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის მომზადებას, ასევე ხეობაში გავრცელებული საშიში გეოდინამიკური პროცესების დაფიქსირებას და შეფასებას. ლაბორატორიული სამუშაოების საშუალებით, რომელიც ჩატარდა კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) გამოყენებითი გეომეცნიერებების ლაბორატორიებში, განისაზღვრა ხეობის ამგები ძირითადი ქანების ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური და წყლოვანი მახასიათებლები, ასევე განხორციელდა მათი სეისმური თვისებების და პეტროგრაფიული შედგენილობის შესწავლა ელ. მიკროსკოპის საშუალებით, ხოლო მეოთხე ეტაპი გულისხმობდა ველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს, სინთეზს, ინტერპრეტაციასა და განზოგადებას“, - განაცხადა დოქტორანტმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის თქმით, ჰესების ექსტენსიური მშენებლობა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი და გამოწვევაა, შესაბამისად, ისეთი მსხვილი საინჟინრო ნაგებობების მდგრადი ფუნქციონირებისთვის, როგორიც ჰესებია, დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური და გეოტექნიკური კვლევებია საჭირო.

„საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, შესაბამისად ენერგიის მიღების ყველაზე რელევანტურ წყაროს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა წარმოადგენს. დღესდღეობით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული კვლევების თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიებისა და პროგრამების საშუალებით ოპტიმიზაციას. როგორც აღვნიშნე, კვლევა ინტერდისციპლინურია, პროცესში გამოყენებულია ტრადიციული და თანამედროვე გეოლოგიური კვლევის მეთოდები, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე შეხედულებებსა და თეორიებზე. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხეობის ყველა მნიშვნელოვანი გეოტექნიკური პარამეტრის დადგენა, თანამედროვე საინჟინრო-გეოლოგიური და გეოტექნიკური კლასიფიკაციების საშუალებით ქანების რეიტინგების დადგენა, ხეობის ფარგლებში არსებული სტრუქტურების სიღმული გავრცელების თავისებურებების, კინემატიკის და ევოლუციის დადგენას, ასევე ნაპრალი-ნაოჭის ურთიერთდამოკიდებულების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული ხეობის მაგალითზე, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული საშიში გეოდინამიკური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი) მოდელირება, ხეობის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ბალანსირებული და რეკონსტრუირებული ჭრილების შედგენა. შესაბამისად მიმაჩნია, რომ საკვლევი საკითხი და კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოლოგია აქტუალური, საინტერესო და ინოვაციურია. თემას აქვს მაღალი სამეცნიერო და გამოყენებითი ღირებულება“, - აცხადებს პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოქტორანტმა ანზორ გიორგაძემ სადოქტორო პროგრამაზე სწავლების პერიოდში განახორციელა სამი ხანმოკლე აკადემიური ვიზიტი ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: იაგელონიის უნივერსიტეტში (პოლონეთი), კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (გერმანია) და სალამანკას უნივერსიტეტში (ესპანეთი). მონაწილეობა მიიღო საინჟინრო გეოლოგიისა და გარემოს საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში იტალიასა და ავსტრიაში. დოქტორანტურაში სწავლისას, ანზორ გიორგაძის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები გამოქვეყნდა ორ სართაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში და სამ სამეცნიერო ჟურნალში, მათ შორის ერთი სტატია მაღალ იმპაქტფაქტორიან (3.66) ჟურნალში „Frontiers in Earth Science“.

„სწავლის დასრულებამდე ვგეგმავ ორ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას საზღვარგარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ხემძღვანელებს - ბატონ ლევან გორგიძეს და ბატონ ვიქტორ ალანიას გაწეული თანამშრომლობისთვის და დახმარებისთვის, ასევე გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს პროფესორ ნოდარ ფოფორაძეს ახალგაზრდა სტუდენთა და მკვლევართა ხელშეწყობისთვის და მხარდაჭერისთვის. მიმაჩნია, რომ სადოქტორო კვლევისას (როგროც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში) შეძენილი ახალი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება და გააძლიერებს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის სამომავლო საქმიანობას. აქვე აღვნიშნავ, რომ კვლევა (PHDF-21-087) სრულად ფინანსდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, რისთვისაც მათ დიდ მადლობა ვუხდი“, - აცხადებს დოქტორანტი.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს