პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ სცენას და ტექნიკურ მოწყობილობებს შლიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ სცენას და ტექნიკურ მოწყობილობებს შლიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ჯაყელის განცხადებით, პარლამენტის წინ სიტყვის გამოსვლები არ იქნება.

ამ წუთებში აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მიმდინარეობს.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და პროექტების განხილვამდე უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაციის კურიერები პარლამენტიდან ე.წ. აგენტების შესახებ პროექტების გაწვევას სიგნალებით და შეძახილებით შეხვდნენ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა