პაატა მანჯგალაძე - არ უნდა მოვდუნდეთ, ხელისუფლება რევანშისთვის ემზადება მათ წინააღმდეგ, ვინც რეჟიმს და საქართველოს ევროპისგან დაშორების მზაკვრულ გეგმას წინ აღუდგა

მართალია, ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ ეს მისი მხრიდან იძულებითი ტაქტიკური ნაბიჯია. არ უნდა მოვდუნდეთ, ისინი რევანშისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის ანგარიშის გასწორებისთვის ემზადებიან, ვინც რეჟიმს და საქართველოს ევროპისგან დაშორების მზაკვრულ გეგმას წინ აღუდგა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ანგარიშსწორების შანსი არ უნდა მივცეთ.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, დღევანდელი დღის წარმატება ქართველ ხალხს ეკუთვნის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, ვინც ბოლომდე დადგა და რეჟიმის რეპრესიებს არ შეუშინდა.

„კარგია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ევროპელობა სწორედ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში გამოდიხარ არა ფანატიკური მოტივით, ან რომელიმე პოლიტიკოსის გამო, არამედ სამშობლოს სიყვარულით და იდეისთვის.

პოლიტიკა და პოლიტიკოსი არ გვინდა, არასწორია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცუდი და კარგი პოლიტიკოსების გარჩევა. როცა უსაფრთხო ფრენა გვინდა, უნდა ვთქვათ არა ის, რომ პილოტი არ გვინდა, არამედ ის, რომ გვინდა კარგი, პროფესიონალი პილოტი. როცა ექიმი გვჭირდება უნდა ვთქვათ, არა ის, რომ ექიმი არ გვინდა, არამედ გვინდა კარგი ექიმი. მარტივი ტესტია, ვინც ერთობას ეძებს - კეთილია, ვინც ყოფს - მტერი. არჩევანი ყოველთვის ამის მიხედვით გავაკეთოთ“, - აცხადებს მანჯგალაძე.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას