სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს

დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ.

„ამბობენ, ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ თქვენც იგივე გააკეთოთ. ეს უკვე დამოუკიდებლობის აკრძალვაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს