ფინეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სანა მარინი წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც ბახმუტთან დაღუპული უკრაინის გმირის, დიმიტრი კოციუბაილოს, „და-ვინჩის“, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სანა მარინი ტაძარში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ სანა მარინი უკრაინას მეორედ ეწვია.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის