პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი, ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.
როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მას კოვიდი დაუდასტურდა, მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და კლინიკაშია მოთავსებული.