ირაკლი ქარქაშაძე - 28 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს ოპერირებას

28 მაისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს,- ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. ავიაკომპანიის ოპერირების შესახებ საბოლოო დეტალები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, SunExpress-ის მენეჯმენტთან ITB Berlin-ის ფარგლებში განიხილა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 28 მაისიდან ანტალიიდან, 2 ივნისიდან იზმირიდან და 5 ივნისიდან დედაქალაქ ანკარადან თბილისის მიმართულებით და პირიქით დაიწყებს ფრენებს. როგორც შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, ოპერირების დაწყებამდე, ავიაკომპანია ჩვენი ხელშეწყობით, თბილისში ტუროპერატორებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობით შეხვედრას გამართავს, იმისთვის, რომ სამივე მიმართულებით ბილეთების გაყიდვების ზრდას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე