ექიმის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ

ექიმ ლევან მეტრეველის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დაშავებული კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც მას ჭრილობები დაუმუშავეს და მედიკამენტები დაუნიშნეს.

„7 მარტს, აქციაზე დაშავდა ადამიანი, რომელსაც თვალის დაზიანება და სახის არეში ჭრილობები აქვს. ამ ადამიანს, ზაზა ბიღიაშვილს მივაგენით, რუსთავის გზატკეცილზე ცხოვრობს და "თბილსერვის ჯგუფის" მძღოლია. როგორც თვითონ ჰყვება, აქციაზე მას სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით შეუტია. წყლის ძალამ ის შემოატრიალა, რა დროსაც სპეცრაზმის მხრიდან გასროლის ხმა გაიგონა და რაღაც მოხვდა თვალში. ეს ადამიანი სახლში მოვინახულე და გავსინჯე. ის უკვე იმყოფებოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც თვალის ჭრილობა დაუმუშავეს. ასევე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს და დაუნიშნეს მედიკამენტები. მას უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმის გამო, მხედველობას ვერ აღუდგენენ“, - განაცხადა ექიმმა ლევან მეტრეველმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს