ჯონ კირბი სალომე ზურაბიშვილისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრაზე - მათ საშუალება ჰქონდათ, ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი განეხილათ

მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა, მეტი რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ The Hill-ის ჟურნალისტთან კომენტარში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„მათ საშუალება ჰქონდათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ.

მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”, - განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ამ კანონმდებლობას დამაბრკოლებელი ეფექტი ექნებოდა“ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მეტი რეფორმებია საჭირო.

„ჯეიკმა [სალივანმა] ნათლად განუცხადა [საქართველოს] პრეზიდენტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ამაზე მუშაობას”, - განაცხადა კირბიმ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა