უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, უკრაინულმა ავიაციამ მტრის არმიის წინააღმდეგ 11 დარტყმა განახორციელა

უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კონცენტრაციის ადგილებზე 11 დარტყმა განახორციელა, ასევე გაანადგურა მოწინააღმდეგის დრონი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი.

„უკრაინულმა ავიაციამ ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიციებს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა რუსების კუთვნილი ორლან-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 5 ტერიტორიას და მტრის საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის