თეთრი სახლი - ჯეიკ სალივანმა სალომე ზურაბიშვილს განუცხადა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, სანქციების გვერდის ავლის გზად გახდომა თავიდან აიცილოს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მათი ქვეყნების საერთო ინტერესს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.

თეთრი სახლის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა ისაუბრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოსაპოვებლად საქართველოს მხრიდან აუცილებელი რეფორმების მისაღწევად ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე.

„მათ ასევე განიხილეს მათი საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას უცხოური დაფინანსების მიღების გამო, რასაც, შეიძლებოდა შეეფერხებინა ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა. ისინი მიესალმნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ. და ბოლოს, მათ განიხილეს იმის აუცილებლობა, რომ რუსეთმა იგრძნოს შეერთებული შტატების და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების სრული ეკონომიკური ფასი, რომელთა მიზანი უკრაინაში ომის გამო პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ბატონმა სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს სანქციების გვერდის ავლის გზად გახდომა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი