დავით არახამიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ სიცრუეა

„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც არახამია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ.

როგორც არახამია აცხადებს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ.უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი", - აცხადებს დავით არახამია, რომლის მიმართვის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ, დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ინფორმაცია ნიდერლანდურმა გამოცემამ Nederlands Dagblad-მა გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, არახამია აცხადებდა: „მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს