ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა.

30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს