გურამ მაჭარაშვილი - ამ კანონპროექტმა მინიმუმ 60-70%-ით თავისი საქმე გააკეთა და არასამთავრობო სექტორის ლუსტრაცია მოახდინა - საზოგადოებამ დაინახა, ვის „ეტკინა“ ეს კანონპროექტი - „ეტკინათ“ მათ, ვინც რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა

ამ კანონპროექტმა მინიმუმ 60-70%-ით თავისი საქმე გააკეთა და არასამთავრობო სექტორის ლუსტრაცია მოახდინა - ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართ და გვიდევს ინფორმაციაო, ახლა კანონპროექტი აღარაა და გამოაქვეყნონ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ახალგაზრდების რადიკალურ პროცესებში ჩართვის რისკი არსებობდა.

„დავინახეთ, რომ რევოლუციური სცენარები იყო პირდაპირ ეთერში, რაც შემდეგ მერაბიშვილისგან და ხაბეიშვილისგანაც დადასტურდა. მაღალი რისკი იყო, რომ ახალგაზრდები, ვინც ამ რადიკალურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში. აქედან გამომდინარე მივიღეთ კანონპროექტის გამოწვევის გადაწყვეტილება. ამასთან, კანონპროექტმა თავისი მიზნის დიდი წილი უკვე შეასრულა. საზოგადოებამ დაინახა, ვის „ეტკინა“ ეს კანონპროექტი - „ეტკინათ“ მათ, ვინც რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციასთან, რომლებიც რევოლუციურ სცენარებს არ ემიჯნება, თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

„ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც შტურმს, რევოლუციურ სცენარებს და ძალადობას არ გაემიჯნება, თანამშრომლობას აზრი არ აქვს. საქართველოში საზოგადოებამ შტურმი დაინახა და თუ ამას არასამთავრობო სექტორი არ ემიჯნება, ეს მათი პრობლემაა და აქ არავითარი ევროპული სტანდარტი არ არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან არ უნდა მოხდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც პოლარიზაციას უწყობენ ხელს.

„როდესაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს, ჩვენი პარტნიორების და მათი ორგანიზაციების მხრიდან არ უნდა მოხდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ პოლარიზაციას. როდესაც, ერთი მხრივ, ამბობ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და მეორე მხრივ აფინანსებ ისეთ არასამთავრობო სექტორს, რომელიც დეპოლარიზაციას უწყობს ხელს, ეს ორმაგი სტანდარტია“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა