GIZ-ის წარმომადგენელი - ITB ბერლინის გამოფენა ძალიან წარმატებული იყო, ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა საქართველოს ტურისტული პროდუქტებით

ITB ბერლინის გამოფენა ძალიან წარმატებული იყო, - ამის შესახებ IZ-ის წარმომადგენელმა თინათინ გვენეტაძემ განაცხადა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ ტურიზმის პროგრამების ექსპერტმა ITB-2023-ზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოთი ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა.

„გამოფენა ძალიან წარმატებული იყო. ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა საქართველოთი. ისინი გაეცნენ ჩვენი ბენეფიციარების პროდუქტებს, იმ საქმიანობას, რაც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ გვქონდა ღვინისა და საკვების პროდუქტების დეგუსტაცია. მოეწყო კერამიკისა და თექის მასტერკლასები. დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ და დიდი იმედი გაქვს ამ გამოფენის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება“, - აცხადებს თინათინ გვენეტაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სათავგადასავლო დარბაზში საქართველო დონორ ორგანიზაციებთან ერთად იყო წარმოდგენილი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შვედეთის საელჩო და ავსტრიის განვითარების სააგენტო პროექტ GRETA-ს ფარგლებში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი