ნიკა მელია - ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება

ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მელია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული.

„ისტორია ცინიკურად სამართლიანია და ჩვენი ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი მომავალი.

„ქართული ოცნება“, კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი კარგი იყო - უბრალოდ ხალხს ვერ აუხსნეს და ახსნას ახლა „დაიწყებენ". ვის უნდა აუხსნას კობახიძემ, რომ კარგი კანონპროექტი იყო? საკუთარ სტუდენტებს, რომელთაც კარგად იცნობს, მუდმივი კონტაქტი აქვს და წლებია „რაღაცას" უხსნის და ასწავლის?

საკუთარ სტუდენტებს რომლებთანაც ლექციაზე ვერ მივიდა დღეს იმიტომ, რომ მან აუხსნა როგორც იცოდა ან უნდოდა - მათ კი გაიგეს, როგორც არის!

ჩვენ კი ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება! ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული“,- წერს მელია სოციალურ ქსელში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა