იაგო ხვიჩია - თუ „თავდაცვის კოდექსი“ ძალაში შევა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოვაცხადოთ -  ორგანიზაციებს, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, „ბიბლიურ თავისუფლების“ ანათემას გადავცემთ

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი მაისიდან ძალაში შევა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფიზიკურად უნდა დაიცვან ერთმანეთი და კანონის აღსრულება ვერ უნდა მოხერხდეს.

„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები, მოგეხსენებათ, მღვდელმსახურები არიან. მათი გაწვევა სამხედრო სამსახურში დაუშვებელია. სისტემა ასეთ ადამიანებს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში უშვებს, რომელიც ჯერ ზუსტად არავინ იცის რა არის, მაგრამ არსებული მონაცემებით რაც არის, ესაა: 112, სხვადასხვა სამშენებლო კომპანია, საავადმყოფო და ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებები. ყველა ასეთ ორგანიზაციას, რომელიც თანხმობას განაცხადებს ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, „ბიბლიურ თავისუფლების“ ანათემას გადავცემთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს ალტერნატიულ სამსახურში, მაგალითად, საავადმყოფოში გაიწვევენ, მათ იქიდან უნდა „გამოიხსნან მონა, რომელიც იქ თავისი ნების გარეშეა”.

„პირველი ამას [გამოხსნას] ჩვენ გავაკეთებთ, პარლამენტის წევრები”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში