დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში უკიდურესად მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
ბრიტანული მხარის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომით ყველაზე დიდ დარტყმას რუსეთის ეთნიკური უმცირესობები იღებენ.
„ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
უწყების განცხადებით, ომის გავლენა მკვეთრად განსხვავდება რუსეთის რეგიონებს შორის.
ბრიტანული დაზვერვის თქმით, უმდიდრესი ქალაქები - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი - შედარებით უვნებელი დარჩა.
„ეს განსაკუთრებით ქვეყნის ელიტის ოჯახებს ეხებათ“, - დასძენს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"