თსუ ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ტეხასის უნივერსიტეტის დალასში (აშშ) ეკონომიკის, პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯენიფერ ჰოლმსსა და ვიცე პროვოსტს გლობალურ ურთიერთობებში, განათლების უმაღლესი სკოლის დეკანს, მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორს ხუან გონზალესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-მა და ტეხასის უნივერსიტეტმა დალასში (აშშ) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი გრანტი მოიპოვეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა თსუ-ის სტრატეგიული პრიორიტეტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად ეცდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის ფარგლებში ამერიკულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობა გრძელვადიან ურთიერთობად გადააქციოს.

ამერიკელი პარტნიორები ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ნუნუ მიცკევიჩს, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. შეხვედრების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ თსუ-სთან ინტენსიურ თანამშრომლობას გეგმავენ.

მარტის დასაწყისში გაიმართა პირველი კოჰორტის შესარჩევი ინტერვიუები. მასში არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ სხვა საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამერიკელი და თსუ-ელი ექსპერტები 11 აპლიკანტს გაესაუბრნენ. შერჩეული აპლიკანტების პირველი კოჰორტა ტეხასის უნივერსიტეტს 2023 წლის ივნის-ივლისში ეწვევა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის