ირაკლი ქადაგიშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მკვეთრად გაიყოფა - დიდი ნაწილი არ აჰყვება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია მკვეთრად გაიყოფა. დიდი ნაწილი არ აჰყვება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის მშვიდობა და საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანება.

„რადიკალურ ოპოზიციას არაფერი აქვს საერთო საქართველოს მშვიდობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან. მათი მიზანია, ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მეორე ფრონტის გახსნა. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, რუსეთს შევებრძოლებით. მათ უნდათ, რომ მოკავშირე და მხარდამჭერი ნახონ გარედან. მათი მიზანი არ არის მშვიდობა და საქართველოს, როგორც განვითარებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლა. როგორც აქამდე არ გაუკეთებიათ არაფერი, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებაზე, არც ახლა აპირებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია აქაც მკვეთრად გაიყოფა. დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი არ აჰყვება ამ ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას. ამასთან, არცერთი გულწრფელი პროტესტანტი ახალგაზრდა.

ფიქრობენ, რომ ის საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისში იმართებოდა საკმარისი პირობაა, რომ ანტიქართული პოლიტიკა განახორციელონ“ ,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?