დმიტრო კულება არ მოელის, რომ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება უახლოეს მომავალში მოხდება, მაგრამ აცხადებს, რომ აუცილებელია პილოტების მომზადება ახლავე დაიწყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ მოელის, რომ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება უახლოეს მომავალში მოხდება, მაგრამ აცხადებს, რომ აუცილებელია უკრაინელი პილოტების მომზადება ახლავე დაიწყოს.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პირველმა დიპლომატმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

კულებას თქმით, იარაღის მიწოდების კუთხით, დრო გადამწყვეტი ფაქტორია. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სხვადასხვა საბრძოლო მასალა, ასევე მნიშვნელოვანია სამხედროების წვრთნა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ფიქრობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„ვფიქრობ, გერმანიას ნამდვილად შეუძლია მეტი დახმარება საარტილერიო საბრძოლო მასალით“, - განაცხადა კულებამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს