ადვოკატის განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.ბრალდებულის ადვოკატის გვანცა შელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარეს საქმის მასალები ჯერ არ გაუცვლია ჩვენთან.

თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ წუთისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. რაც შეეხება შერაცხადობას - ამას ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება და აქედან გამომდინარე, ამაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა