ქართველმა ემიგრანტებმა ჰააგაში მშვიდობიანი აქცია "საქართველო ევროპაა" გამართეს

ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ქართველი ემიგრანტების ნაწილმა ქალაქ ჰააგაში მშვიდობიანი აქცია "საქართველო ევროპაა" გამართა.

აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილზე საქართველოს, ევროკავშირის და აშშ-ს დროშები მიიტანეს, სადაც საქართველოსა და ევროპის ჰიმნები შესრულდა.

აქციის მიზანი გასულ დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები და ის კანონპროექტი იყო, რომელიც პარლამენტმა უკან გაიწვია.

"წლებია ევროპაში ვცხოვრობთ, თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენები მძიმე და მტკივნეულია ჩვენთვის. ვიცით ევროპული ფასეულობები და ვნატრობთ მალე საქართველოც მოექცეს ოფიციალურად ერთიანი ევროპული ქოლგის ქვეშ. აქციაზე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ. ყველაზე მეტად მათ იციან რას ნიშნავს რუსული ბოროტება, ძალა, ოკუპაცია და ომი. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია ან მომავალში მოვა მთავრობაში, უნდა სწორი პოლიტიკით, გონიერებით და გამჭრიახობით საქართველოს თავიდან უნდა აარიდოს რუსული გავლენები და ინტერესები. ხალხის ნება ევროპისკენ სვლაა და წლებია ამ მიზნისკენ მიისწრაფის ჩვენი ერი. იმედია, მალე გათენდება ის დღე, როდესაც საქართველო ევროპის სრულუფლებიანი ქვეყანა გახდება",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული შეკრება გასულ დღეებში დაიგეგმა, თუმცა ჰააგის მუნიციპალიტეტმა ემიგრანტებს შეკრების უფლება 12 მარტს მისცა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე