პრემიერი - კრიტიკა მოვისმინეთ, თითქოს პოლიციამ გადაამეტა, ეს არის სიცრუე, ძალადობა დაიწყო, „ნაცმოძრაობის” ახალგაზრდულმა ფრთამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის” ანარქისტებმა - რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, სატანისტების ფორმები ეცვათ

ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, თითქოს პოლიციამ გადაამეტა, ეს არის სიცრუე, სისულელე - ძალადობა დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიციამ „ძალიან მაგრად იმუშავა“ და მთავრობის „დღევანდელი სახე - ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა".

“ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა.

ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია”,- განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა