ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მტრის 1 100-ზე მეტი ჯარისკაცი განადგურდა

ბახმუტის მიმართულებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, რუსებმა 1 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიუცილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით, 6 მარტიდან 1 500 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, 10-ზე მეტი საბრძოლო მასალის საცავი კი დაიწვა.

„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში - 6 მარტიდან - მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი. გარდა ამისა, მტრის მინიმუმ 1500 ჯარისკაცი დაიჭრა ისე, რომ ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლიათ. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით მანქანა, დაიწვა ათზე მეტი რუსული საბრძოლო მასალის საცავი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქის აღებას თვეების განმავლობაში ცდილობს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება