მიხეილ სააკაშვილი -  ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ - ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Sky News-თან საუბრისას აცხდებს, რომ მას პოლიორგანული უკმარისობა ემუქრება.

გამოცემა იუწყება, რომ საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს კითხვები მისი ადვოკატის მეშვეობით გადასცეს და ხელნაწერი პასუხები მიიღეს.

კითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, სააკაშვილმა უპასუხა: „თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა. „სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”, - დასძინა მან.

ამასთან, Sky News-თან ინტერვიუში ის გზავნილს უგზავნის ათასობით მომიტინგეს, რომლებმაც ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტეს.

„იყავით ძალიან ფხიზლად, იყავით მზად უმოკლეს დროში მობილიზებისთვის ოლიგარქული რეჟიმის შურისმაძიებლობის გამო“, - წერს სააკაშვილი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს