10 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის