საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ცნობით, ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3%-ით მეტია.
„საგარეო ვაჭრობის სრული მონაცემიდან, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 068.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.