ივანე ჩხაიძე - ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, თუმცა მოიმატა რინოვირუსმა - შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპირაციული ვირუსებით ავადობის პიკი გადალახულია

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.

“ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია. გრიპთან შედარებით, რინოვირუსს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს.

ამასთან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, იქაც შემცირებულია გრიპის შემთხვევა. მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ მისი გავრცელება დავაფიქსიროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპირაციული ვირუსებით ავადობის რთული პერიოდი გადალახულია. შესაძლებელია იყოს მარტის ბოლო მატება, თუმცა პიკი გადალახულია“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს