„ქართული ოცნება“ კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

მმართველი უმრავლესობა კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის ინიციატორები არიან: - პარლამენტის ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და გია ვოლსკი, ასევე პარლამენტის წევრები - ბექა დავითულიანი და დავით კაჭარავა. კანონის პროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა აღემატებოდეს, ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, ასევე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. კანონპროექტი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

„არსებული მდგომარეობით, განბაჟების გაძვირების გამო კლასიკური ავტომობილების იმპორტი ვეღარ ხდება. შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის მეშვეობით აღნიშნული ტიპის ავტომობილების იმპორტი გაიზრდება, რაც შესაბამისად გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის კუთხით, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ავტომობილების იმპორტის რაოდენობაზე“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო