საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის უწყებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ აკურთხა, რის შემდეგაც წმინდა ჟამის წირვა აღევლინა.

„დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის სახელობის ტაძარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით, ასევე პირადი შემადგენლობის ჩართულობით აშენდა.

მოგვიანებით მინისტრი აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა სასადილო, სადაც კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა