ირაკლი ლექვინაძე - თუ სავალუტო კურსი და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები სტაბილური იქნება, მარტში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში სავალუტო კურსი და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები სტაბილური იქნება, მარტში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი.

მისი თქმით, სააგენტოს მიერ საწვავის ფასების მიმართულებით ეკონომიკური ანალიზი თითქმის დასკვნით ეტაპზეა და მოკვლევის დასრულების შემდეგ დარღვევების შესახებ ცნობილი გახდება.

"მოკვლევა საწვავის ფასებთან მიმართებით მიმდინარეობს. ჩვენ პრაქტიკულად დასკვნის ეტაპზე ვართ. ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის დასრულებული გვაქვს ეკონომიკური ანალიზი, 2022 წლის 8 თვის შესაბამისი პერიოდის. ასევე, ამ

მიმართულებით სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, არის თუ არა დარღვევა, ეს მოკვლევის დასრულების შემდეგ გამოცხადება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვა გვქონდა. ბაზარზე არსებული ვითარება დღეს შემდეგია: თებერვლის თვეში ბაზარზე ადგილი ჰქონდა საწვავის ფასის მნიშვნელოვან კლებას, რაც გამოიხატა მაგალითად, ყველა ტიპის საწვავზე დაახლოებით 30-40 თეთრიანი ფასის შემცირებით. ამ საკითხებზე მსჯელობა გვქონდა. თუ იგივე მოცემულობა დარჩება, რაც გულისხმობს კურსის სიმყარეს, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასების სტაბილურობას, ჩვენ მარტის თვეშიც უნდა ველოდოთ ფასების შემცირების, ამ მიმართულებით გარკვეულ კორექტირებას.

რაც შეეხება მოკვლევის შედეგებს, როდესაც მოკვლევა დასრულება, ამის შემდეგ შემიძლია ამ საკითხზე ვისაუბრო”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა