ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „თიბისის“ ბარათით არის შესაძლებელი

„თიბისის“ ცნობით, ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „თიბისის“ ბარათით არის შესაძლებელი.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე „თიბისის“ ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

„ბორჯომ-ბაკურიანის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე:

ბაკურიანი: დაბა ბაკურიანის, აღმაშენებლის 1.18-ში მდებარე მარკეტში.

ბორჯომი: „თიბისის“ ფილიალში და ბორჯომში არსებულ მარკეტში, მისამართზე - მესხეთის ქუჩა #5.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

მგზავრობის საფასური ბაკურიანში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სკოლის მოსწავლეებზე, დღეში 4-ჯერ უფასო არის მგზავრობა. იმისათვის რომ მოსწავლემ შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა, საჭიროა იქონიოს „თიბისი ბანკის“ მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ“,-აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება