პარტია ,,ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ „მსოფლიო ქალი ლიდერის“ სტატუსი მიიღო. ანა დოლიძის ინფორმაციით, მას ჯილდო „მსოფლიო ლიდერ ქალთა“ 25 -ე კონფერენციაზე, ქალაქ დუბაიში გადაეცა.
ამავე კონფერენციაზე წლის ლიდერი ქალის სტატუსი გადაეცა ილონ მასკის დედას, მეი მასკს.
„მეგობრებო, მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ მივიღე „მსოფლიო ქალი ლიდერის სტატუსი“ (2023) მსოფლიო ლიდერ ქალთა 25-ე კონფერენციაზე, დუბაიში. ჯილდო გადმომცა გაერთიანებული საემიროების პირველმა ქალმა მინისტრმა, შარჯას სამეფო ოჯახის წევრმა შეიხა ლუბნა ალ ქასიმიმ. ძალიან მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილებით დავეხმარები ყველა გოგონას, რომელიც ჩემსავით, ომში, ძალადობასა და სიღარიბეში მაინც იმედით უყურებს მომავალს“,- წერს სოციალურ ქსელში ანა დოლიძე.
ინფორმაციას პარტია ,,ხალხისთვის’’ ავრცელებს.