„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

„თიბისის“ ცნობით, 2022 წლის პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61%-ით გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ მატება არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, როდესაც მიღებული მოგების კომპანიის საქმიანობაში დაბანდება ხდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ინვესტიციების შემოდინებაც.

„ეს დინამიკა ლოგიკურია, ვინაიდან ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდისას, საინვესტიციო და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნას უფრო დროითი ჩამორჩენა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება. ამასთან, ხელისშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, როგორც ლარში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტაში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, მიგრაციის ნაკადსა და ლარის გამყარების მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოში გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება უმეტესწილად უცხოურ ვალუტაშია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა