პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია დაამყარესდა მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

მათივე ცნობით, შემდგომში ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, პირად საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და დანაწევრებით ტრანზაქციები განახორციელეს, მათ შორის უკანონოდ მიღებული თანხებით ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს, რა გზითაც დაახლოებით, 647 000 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

„გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რეგისტრირებული 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა. დაყადაღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, პროკურატურის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდება.

საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა