გერმანიაში, აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა

გერმანიის ქალაქებში ბრემენსა და ჰამბურგში და დედაქალაქ ბერლინში აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა.

ბერლინის აეროპორტში განაცხადეს, რომ ორშაბათს 200 ფრენა გაუქმდება, რაც დაახლოებით 27 000 მგზავრს შეეხება.

ჰამბურგის აეროპორტში კი განაცხადეს, რომ აეროპორტიდან დაგეგმილი ყველა რეისი და შემომავალი რეისების თითქმის ნახევარი გაუქმდა, ხოლო ბრემენის აეროპორტის ინფორმაციით, აეროპორტიდან დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმდა.

გერმანიის აეროპორტების ასოციაციამ, ADV-მა განაცხადა, რომ გაფიცვის შედეგად 45 000-მდე მგზავრი პირდაპირ დაზარალდა.

გერმანული პროფკავშირები ხელფასების 10.5%-ით გაზრდას ითხოვენ, ხოლო დამსაქმებლები ხელფასების ორ ეტაპად, საერთო ჯამში 5%-ით გაზრდას და თითოეულ დასაქმებულზე 2500 ევროს ერთჯერად კომპენსაციას სთავაზობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო