დიღმის მასივში ორი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკვერებში, რომელთა საერთო ფართობი 3.5 ჰექტარია, იგეგმება გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების, ცხოველთა სასეირნო სივრცისა და დასასვენებელი პავილიონების მოწყობა. ასევე, მოეწყობა სამაგიდო სათამაშო სივრცეც.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩიდან მაიაკოვსკის ძეგლამდე არსებული სივრცე მთლიანად რეაბილიტირდება. აღნიშნულ სივრცეში, რომელსაც მოსახლეობა ხშირად იყენებს, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. სივრცე, დაახლოებით, 3,5 ჰექტარია. ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემები. ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ზონა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იქნება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ცნობით, ორივე რეკრეაციულ სივრცეში დაზიანებულია მწვანე საფარი, საპარკო ინფრასტრუქტურა, ფილები და საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული ავარიული და დაავადებული ხეები საჭიროებს სანიტარიული ჭრების განხორციელებას.

„რეკრეაციულ ზონებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 7 000 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან