„თიბისი IT აკადემიაში“ Outsystems და Frontend Angular-ის კურსებზე მიღება დაიწყო

„თიბისი IT აკადემიაში“ ტექსფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular-ის კურსებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„თიბისის“ ცნობით, მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ.

„თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. „თიბისი IT აკადემია“ სტუდენტებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება და დროის მოკლე პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების საშუალებას აძლევს. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ „თიბისისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - აცხადებს IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია.

„თიბისის“ ცნობით, კურსები არის პროფესიონალ ლექტორებთან ურთიერთობისა და თანამედროვე პროფესიების დაუფლების უფასო შესაძლებლობა, რომელიც წამყვან კომპანიებში დასაქმების მაღალ გარანტიას იძლევა.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია „თიბისიმ“ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge)-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო