პოლიციელის განცხადებით, დაკავებისას ბადრი ესებუამ მათთან საუბრისას აღიარა, რომ „თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა“

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე სხვა მოწმეებთან ერთად ის პოლიციელიც დაიკითხა, რომელიც ბადრი ესებუას ძმის სახლის ჩხრეკაში და ასევე, თავად ბადრის ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. გიორგი ქადარიას განმარტებით, დაკავებისას ბადრი ესებუამ მათთან საუბრისას აღიარა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა.

„ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვიყავით მისული, ვეძებდით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ აღებულ ფულად თანხას. მართალია ფულადი თანხა და საბრძოლო მასალა ჩვენს მიერ ნაპოვნი არ იქნა. ასევე, ვმონაწილეობდი ბადრის დაკავების ოპერაციაში და ბადრიმ მაშინ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა. ეს საუბარი მოისმინა ჩემმა თანამშრომელმაც“, - განაცხადა გიორგი ქადარიამ.

მოწმის ეს განცხადება თავად ბრალდებულმა გააპროტესტა. როგორც ესებუამ აღნიშნა, მოწმე იტყუება.

გიორგი ქადარიას გამოკითხვის ბოლოს, ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა.

„იმ განცხადებასთან დაკავშირებით დავუსვამ კითხვას, სადაც თქვა, ბადრიმ აღიარა და გვითხრა, რომ თანხის ნახევარი დავხარჯე, ნახევარი კი დავკარგეო. ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“, - ასე მიმართა ბადრი ესებუამ მოწმე გიორგი ქადარიას.

პროკურორმა მირანდა წერეთელმა ბრალდებულს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა. ბადრი ესებუამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას მოწმისთვის არ შეუგინებია.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი