მამაკაცს, რომელმაც ქუთაისში, მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით შვილების თანდასწრებით მოკლა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც ქუთაისში, მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით შვილების თანდასწრებით მოკლა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე კიდევ ერთი პირი, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. მას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, ხოლო მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი