ალეკო ელისაშვილი - ლევან იოსელიანის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე ხატია დეკანოიძემ შემოგვთავაზა - ეს მისი იდეა იყო და „ქართულ ოცნებასაც“ მან მიაწოდა

ლევან იოსელიანის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე ხატია დეკანოიძემ შემოგვთავაზა - თავად რომ მოჰყვეს, ცუდი არ იქნება. ეს იყო მისი იდეა და „ქართულ ოცნებასაც“ მან მიაწოდა, - ამის შესახებ მოქალაქეების დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად "ქართულ ოცნებას" ამ იდეაზე სამჯერ უთხრეს უარი.

ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე არ გვიფიქრია, არც პირველი გასაუბრების და არც კანდიდატების ჩაგდების შემდეგ, რადგან ლევანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და პარტიულ გეგმებზე ვსაუბრობდით ხოლმე. ხატია დეკანოიძე იყო ის, ვინც სულ თავიდან შემოგვთავაზა, გვითხრა, რომ ლევანის კანდიდატურა კარგი იქნებოდა და თუ მის კანდიდატურას დავაყენებდით, მას "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერდა, ნაწილი მაინც. ამის შემდეგ ჩვენთან "ქართული ოცნებიდან" ერთი ჯგუფი მოვიდა და გვითხრეს, რომ ხატია დეკანოიძემ გვითხრა, კარგი იქნება იოსელიანის კანდიდატურა და მას მხარს დავუჭერთო. "ქართულ ოცნებას" დაახლოებით სამჯერ უარი ვუთხარით. შემდეგ დიდხანს ვისხედით და ვწონიდით, ეს გვიღირდა თუ არა.

რა შეიცვალა და დეკანოიძე ამას საჯაროდ რატომ უარყოფს, არ ვიცი. თავად რომ მოჰყვეს, ცუდი არ იქნება, ეს მისი აზრი, მისი იდეა იყო და "ქართულ ოცნებასაც" დეკანოიძემ მიაწოდა," - განაცხადა ელისაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას